უძრავი ქონების ამგეგმავთა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა
უძრავი ქონების ამგეგმავთა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა უზრუნველყოფს საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას, უძრავი ქონების აზომვის/აგეგმვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას და უძრავი ქონების ბაზრის კვალიფიციური მომსახურებით უზრუნველყოფას.
უძრავი ქონების ამგეგმავთა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით და - ISO/IEC 17024:2008 სტანდარტის მოთხოვნების სრული დაცვით.
სერტიფიცირების მსურველი პირები პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის უძრავი ქონების ამგეგმავის სერტიფიკატს.
უძრავი ქონების ამზომველებს, რომლებმაც გაიარეს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების პროგრამები, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადეცათ.