სიახლეები
10-07-2018 - შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოში(IVSC) გაწევრიანდა |
შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC) გადაწყვეტილებით, შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი მიღებულ იქნა IVSC -ში ინსტიტუციონალური წევრის სტატუსით. შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო არაკომერციული, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც 30 წელზე მეტია არსებობს და მთელი მსოფლიოდან 100-მდე ორგანიზაციას აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია საშემფასებლო ბაზრის მონაწილე ფინანსური ინსტიტუტების, მარეგულირებლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური ინსტიტუციებისთვის მისაღები შეფასების თანამედროვე სტანდარტების შემუშავება და დანერგვა, ბაზრის მონაწილეთა ინტერესების დაცვა შემფასებლის პროფესიის განვითარების გზით. შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის IVSC-ში გაწევრიანება, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საშემფასებლო სფეროს კიდევ უფრო განვითარებას და შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ცნობადობის ამაღლებას, პროფესიული სასერტიფიკაციო და სატრეინიგო პროგრამების მუდმივ შესაბამისობას შეფასების საერთაშორისო სტანდართებთან.
|