საგამოცდო პროგრამა
საგამოცდო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან და მოიცავს ტესტირებასა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულებას.
I ეტაპი – ტესტირება. ტესტირება საგამოცდო ბილეთის შესრულების საფუძველზე ხორციელდება. საგამოცდო ბილეთი შედგება კომპიუტერულ პროგრამაში ინტეგრირებული 30 ტესტისგან, აქედან 40% (12 საკითხი) ეხება აზომვას და აზომვებისათვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას, 40% (12 საკითხი) - ArcGIS გეოინფორმაციულ სისტემებს, 20% (6 საკითხი) - უძრავი ქონების აზომვისა და რეგისტრაციის იურიდიულ ასპექტებს. სერტიფიკატის მაძიებლები, რომელთა ტესტირების ქულა შეადგენს მაქსიმალური შედეგის სამოცდაათ ან მეტ პროცენტს, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ საგამოცდო პროგრამის მეორე ეტაპში, ანუ შეასრულონ პრაქტიკული სამუშაო.
ტესტირებისათვის გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა 2 საათია.
II ეტაპი – პრაქტიკული სამუშაო. პრაქტიკული სამუშაო წარმოადგენს დავალებას, რაც გულისხმობს უძრავი ქონების ობიექტის აზომვას კონკრეტულ დროში. მაძიებელი დავალებას უძრავი ქონების მითითებით იღებს საგამოცდო კომისიისგან და მითითებული სამუშაო უნდა შეასრულოს 3 საათის განმავლობაში. აზომილი ობიექტის (ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, სერვიტუტი, გზა, წყლის თუ გაზის მილი, საკომუნიკაციო ჭა, მაღალი ძაბვის ბოძი) ტოპოლოგიურ შემოწმებას 25სმ-იანი სიზუსტით ArcGIS პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. სერტიფიკატის მაძიებლები, რომელთა პრაქტიკული სამუშაოს შემოწმების შედეგების ქულა შეადგენს მაქსიმალური შედეგის სამოცდაათ ან მეტ პროცენტს, მიიღებენ დადებით შეფასებას.
საკითხები:
1. უძრავი ქონების სამართლებრივი და სარებისტრაციო საკითხები, საკადასტო მონაცემების დამუშავება:
2. აზომვა
3. ArcGIS პროგრამა საკადასტრო აზომვებისთვის