შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანო
საწყისი
სერტიფიკაციის ორგანო
კითხვა-პასუხი
სიახლეები
კონტაქტი
უძრავი ქონების შეფასება

საგამოცდო პროგრამა

საგამოცდო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან და მოიცავს ტესტირებასა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულებას.

I ეტაპი – ტესტირება. ტესტირება საგამოცდო ბილეთის შესრულების საფუძველზე ხორციელდება. საგამოცდო ბილეთები შედგება კომპიუტერულ პროგრამაში ინტეგრირებული 100 ტესტისგან, რომელთაგან 5 ეხება უძრავი ქონების შეფასების იურიდიულ ასპექტებს, 20 - შეფასების საერთო ცნებებს, 7 - უძრავი ქონების ბაზრის ანალიზს, 15 - მიწის ნაკვეთის შეფასება; 8 - საუკეთესო და ეფექტური გამოყენების ანალიზი; 5 - უძრავი ქონების შეფასებას (შემოსავლების მიხედვით მიდგომა); 10 - უძრავი ქონების შეფასებას (დანახარჯების მიხედვით მიდგომა); 20 - უძრავი ქონების შეფასებას (საბაზრო მეთოდით მიდგომა); 5 - შეფასების მათემატიკას; 5 - ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის შეფასებას.

სერტიფიკატის მაძიებლები, რომელთა ტესტირების ქულა შეადგენს მაქსიმალური შედეგის სამოცდაათ ან მეტ პროცენტს, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ საგამოცდო პროგრამის მეორე ეტაპში, ანუ შეასრულონ პრაქტიკული სამუშაო.

ტესტირებისათვის გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა 4 საათია.

II ეტაპი – პრაქტიკული სამუშაო. პრაქტიკული სამუშაო წარმოადგენს უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის მომზადებას შეფასების 2 მიდგომის (მეთოდის) გამოყენებით. ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) მოთხოვნებს.

შესრულებულ შეფასების ანგარიშს მაძიებელი წარადგენს სერტიფიკაციის ორგანოში (ტესტირებიდან 6 თვის განმავლობაში) და ახდენს მის პრეზენტაციას საგამოცდო კომისიასთან. საბოლოო შედგებს საგამოცდო კომისია შეაფასებს.

საკითხები:

  • უძრავ ქონებიასთნ დაკავშირებული იურიდიული ასპექტები
  • შეფასების საერთაშიროსი სტანდარტები
  • ქონების ტიპები და ღირებულების სახეები
  • შეფასების პროცესი
  • შეფასების მიზნები
  • ინვესრიციების ანალიზი
  • შეფასება ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის
  • შეფასების მათემატიკა
  • ბაზრის ანალიზი
  • ბაზრის მონაცემების შეგროვება და წინასწარი ანალიზი
  • საუკეთესო და ეფექტური გამოყენების ანალიზი
  • მიწის ნაკვეთის და გაუმჯობესების აღწერა
  • მიწის ნაკვეთის ღირებულების შეფასება
  • შეფასება საბაზრო მეთოდის გამოყენებით
  • შეფასება დანახარჯების მეთოდის გამოყენებით
  • შეფასება შემოსავლების მეთოდის გამოყენებით
  • შეფასების ანგარიშის მომზადება
შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი
2017 © საავტორო უფლებები დაცულია