საგამოცდო პროგრამა
სერტიფიკაციის პროგრამა ბიზნესის შეფასების სფეროში
საგამოცდო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან და მოიცავს ტესტირებასა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულებას.
I ეტაპი – ტესტირება. ტესტირება საგამოცდო ბილეთის შესრულების საფუძველზე ხორციელდება. საგამოცდო ბილეთები შედგება კომპიუტერულ პროგრამაში ინტეგრირებული 50 ტესტისგან, რომელთაგან: 5 ზოგადი ნაწილი (სტანდარტი), 10 - აქტივების მეთოდი, 10 - საბაზრო მეთოდი, 10 - არამატერიალური აქტივები; 5 - სამართლიანი/საბაზრო ღირებულება; 10 - შემოსავლების მეთოდი.
სერტიფიკატის მაძიებლები, რომელთა ტესტირების ქულა შეადგენს მაქსიმალური შედეგის სამოცდაათ ან მეტ პროცენტს, უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ საგამოცდო პროგრამის მეორე ეტაპში, ანუ შეასრულონ პრაქტიკული სამუშაო.
ტესტირებისათვის გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა 3 საათია.
II ეტაპი – პრაქტიკული სამუშაო. პრაქტიკული სამუშაო წარმოადგენს ბიზნესის შეფასების ანგარიშის მომზადებას შეფასების 2 მიდგომის (მეთოდის) გამოყენებით. ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) მოთხოვნებს.
შესრულებულ შეფასების ანგარიშს მაძიებელი წარადგენს სერტიფიკაციის ორგანოში (ტესტირებიდან 6 თვის განმავლობაში) და ახდენს მის პრეზენტაციას საგამოცდო კომისიასთან. საბოლოო შედგებს საგამოცდო კომისია შეაფასებს.
საკითხები: