შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანო
საწყისი
სერტიფიკაციის ორგანო
კითხვა-პასუხი
სიახლეები
კონტაქტი
მოძრავი ქონების შეფასება

საგამოცდო პროგრამა

საგამოცდო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან და მოიცავს ტესტირებასა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულებას.

I ეტაპი – ტესტირება. ტესტირება საგამოცდო ბილეთის შესრულების საფუძველზე ხორციელდება. ტესტები ინტეგრირებულია კომპიუტერულ პროგრამაში, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური და თანაბარი სირთულის საგამოცდო ბილეთის შედგენას თითოეული მაძიებლისათვის.

საგამოცდო ბილეთი შედგება 40 საკითხისგან: აქედან 2 არის თემიდან – “ქონებასთან დაკავშირებული იურიდიული ასპექტები”, 10 თემიდან - “მოძრავი ქონების შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლები”, 7 თემიდან - “მოძრავი ქონების ცვეთა”, 7 თემიდან – “მოძრავი ქონების შეფასება: შემოსავლების მიხედვით მიდგომა”; 7 თემიდან - “მოძრავი ქონების შეფასება: დანახარჯების მიხედვით მიდგომა”; 7 თემიდან - “მოძრავი ქონების შეფასება: გაყიდვების შედარების მიხედვით მიდგომა”.

ტესტების შედეგების შეჯამების საფუძველზე ხდება საბოლოო შეფასების - ტესტირების ქულის გამოყვანა.

ტესტირებისათვის გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა შეადგენს 2 საათს.

სერტიფიკატის მაძიებლები, რომელთა ტესტირების ქულა შეადგენს მაქსიმალური შედეგის სამოცდაათ ან მეტ პროცენტს (28 ქულას ან მეტს), უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ საგამოცდო პროგრამის მეორე ეტაპში, ანუ შეასრულონ პრაქტიკული სამუშაო.

II ეტაპი – პრაქტიკული სამუშაო - პრაქტიკული სამუშაო წარმოადგენს მოძრავი ქონების შეფასების ანგარიშის მომზადებას შეფასების 2 მიდგომის (მეთოდის) გამოყენებით. ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) მოთხოვნებს.

შესრულებულ შეფასების ანგარიშს მაძიებელი წარადგენს სერტიფიკაციის ორგანოში (ტესტირებიდან 6 თვის განმავლობაში) და ახდენს მის პრეზენტაციას საგამოცდო კომისიასთან. საბოლოო შედგებს საგამოცდო კომისია შეაფასებს.

საკითხები:

სერტიფიკაციის პროგრამა მოძრავი ქონების შეფასებაში

მოძრავი ქონების შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლები

  • მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება - შედარებითი ანალიზი
  • მოძრავი ქონების კლასიფიკაცია და პირველადი ინფორმაციის მომზადება
  • შეფასების მათემატიკა

ცვეთის გაანგარიშება მოძრავი ქონების შეფასების პროცესში

  • ცვეთის ეკონომიური შინაარსი
  • ცვეთის სახეები
  • ცვეთის გაანგარიშების მეთოდები
  • ჯამური ცვეთის გაანგარიშება

მოძრავი ქონების შეფასების ძირითადი მეთოდები და ხერხები

  • შედარების მეთოდი

მოძრავი ქონების შეფასების ძირითადი მეთოდები და ხერხები

  • დანახარჯების მეთოდი

მოძრავი ქონების შეფასების ძირითადი მეთოდები და ხერხები

  • შემოსავლების მეთოდი

შეფასების პროცესი და შეფასების ანგარიშის მომზადება

  • შეფასების პროცესი
  • ანგარიშის მომზადება
შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი
2017 © საავტორო უფლებები დაცულია