შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანო
საწყისი
სერტიფიკაციის ორგანო
კითხვა-პასუხი
სიახლეები
კონტაქტი
უძრავი ქონების აგეგმვა

საგამოცდო ტესტის ნიმუში

1. სარეგისტრაციო წარმოების მხარეებია?

ა. დაინტერსებული პირი და შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური

ბ. სახელმწიფო და შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური

გ. სახელმწიფო, სხვა დაინტერსებული პირი

დ. სახელმწიფო, სხვა დაინტერსებული პირი და შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური

2. რას მოითხოვს სარეგისტრაციო სამსახური მიწის ნაკვეთის გაყოფისას უძრავი ქონების მესაკუთრისაგან?

ა. ნებართვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან

ბ. დეტალურ აზომვით ნახაზს ყოველ ახლადშექმნილ მიწის ნაკვეთზე

გ. მიწის გაყოფა დაუშებელია

დ. ნოტარიალურად დამოწმებულ თანხმობას მომიჯნავე მიწის მესაკუთრეებისგან/მოსარგელებისგან

3. შეიძლება თუ არა მომიჯნავე უძრავი ქონების გაერთიანება, როდესაც უძრავი ქონება ერთი პირის საკუთრებას არ წარმოადგენს?

ა. შეიძლება, თუ მესაკუთრეები დადებენ ნოტარიალურად დამოწმებულ ხელშეკრულებას

ბ. შეიძლება, თუ მესაკუთრეები დადებენ სათანადო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას და თუ ამითი არ ილახება მესამე პირის კანონიერი ინტერესები

გ. შეიძლება და საკმარისია თუ მესაკუთრეები სიტყვიერადაც შეთანხმდებიან

დ. არ შეიძლება გაერთიანდეს

4. რამდენ ორბიტალურ სიბრტყეზეა განლაგებული GPS სატელიტები

ა. ოთხ ორბიტალურ სიბრტყეზე

ბ. ხუთ ორბიტალურ სიბრტყეზე

გ. ერთ ორბიტალურ სიბრტყეზე

დ. ექვს ორბიტალურ სიბრტყეზე

5. რამდენ სიხშირიანია თანამედროვე, მაღალი სიზუსტის, GPS ინსტრუმენტები

ა. სამ სიხშირიანი

ბ. ოთხ სიხშირიანი

გ. ათ სიხშირიანი

დ. ერთ და ორ სიხშირიანი

6. რომელი პროექცია გამოიყენება საქართველოში საკადასტრო რუკებისათვის

ა. WGS

ბ. UTM-84

გ. WGS-84

 დ. UTM

7. რა არის გეორეფერენსირება?

ა. ვექტორული ან რასტრული მონაცემისათვის შესაბამისი უნიკალური კოორდინატების მინიჭება, ადგილმდებარეობაზე მიბმა

ბ. მონაცემთა ბაზის შექმნა

გ. პროცესი, რომლის დროსაც ხდება მონაცემების დაარქივება

დ. მონაცემების წარმოშობის წყაროსა და თარიღის დასახელება

8. რომელ აპლიკაციაში გვაქვს მონაცემების რედაქტირების საშუალება?

ა. ArcCatalog

ბ. ArcReader

გ. ArcToolbox

დ. ArcMap

9. რას წარმოადგენს ტოპოლოგია?

ა. პროგრამა Microsoft Word-ის ერთ-ერთი ფუნქცია

ბ. გარკვეული წერტილების ურთიერთმდებარეობის განსაზღვრა

გ. მათემატიკის ერთ-ერთი განხრა, რომელიც სწავლობს გეომეტრიულ ფიგურებს და მათ ურთიერთგანლაგებას

დ. გეოგრგაფიული ადგილმდებარეობების დასახელების სისტემა

10. რომელი გეომეტრიული ფორმები გამოიყენება გეოგრაფიული ობიექტების ვექტორულ ფორმატში გამოსახატავად?

ა. წერტილი და პოლიგონი

ბ. წერტილი

გ. წერტილი, პოლიგონი და ხაზი

დ. ხაზი

შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი
2017 © საავტორო უფლებები დაცულია