საგამოცდო ტესტის ნიმუში
1. უძრავი ქონების ნასყიდობის შემთხვევაში, რომელ მხარეს ეკისრება საშემოსავლო გადასახადის გადახდა?
ა. მყიდველს
ბ. მინდობილ პირს
გ. გამყიდველს
დ. მესამე პირს
2. საბაზრო ღირებულება არის აქტივის მიახლოებითი (შეფასებითი) გასაცვლელი თანხა, რომელშიც არ გაითვალისწინება
ა. გამყიდველის გაყიდვის დანახარჯები, მყიდველის ყიდვის დანახარჯები და არცერთი მხარის მიერ გადასახდელი ყველა გადასახადები
ბ. მოგების გადასახადი
გ. გამყიდველის გაყიდვის დანახარჯები, მყიდველის ყიდვის დანახარჯები და არცერთი მხარის მიერ გადასახდელი ყველა გადასახადები, მათ შორის მოგების გადასახადი
დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი
3. ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი?
ა. ფასების ტენდენციის დასადგენად უნდა დავაკვირდეთ სხვადასხვა ტიპის მაჩვენებლებს, რათა არ მოხდეს სხვადასხვა პერიოდში მოძიებული ინფორმაციის ცდომილება
ბ. საცხოვრებელი უძრავი ქონების პირველადი მიწოდება არის მიწოდების ტიპი, სადაც უძრავი ქონების მიწოდებას ახდენენ ფიზიკური პირები
გ. ფასების ანალიზი საშუალებას იძლევა შევიქმნათ ზოგადი წარმოდგენა ამა თუ იმ უძრავი ქონების საორიენტაციო ღირებულების შესახებ
დ. საცხოვრებელი უძრავი ქონების მოთხოვნის ერთ–ერთ ფაქტორად განიხილება ქვეყანაში დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა
4. მიწის ნაკვეთის შეფასების რომელ მეთოდში შესაძლოა გამოყენებულ იქნას დანახარჯების მიდგომის კომპონენტები
ა. განაწილების
ბ. ამოღების (ექსტრაქციის)
გ. შედარების
დ. ქვედანაყოფების განვითარების
5. რას ითვალისწინებს საუკეთესო და ეფექტური გამოყენების ანალიზის თანმიმდევრობის მეოთხე ეტაპი?
ა. ხდება იმ გამოყენების ვარიანტების შედარება, რომლებიც კანონით ნებადართული და ფიზიკურად შესაძლებელია, ასევე აუცილებელი დანახარჯების გაანგარიშებას და შეირჩევა ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც უძრავ ქონებას მოაქვს ყველაზე მაღალი შემოსავალი
ბ. შეირჩევა გამოყენების ის ვარიანტები, რომლებიც კანონით ნებადართული და ფიზიკურად შესაძლებელია
გ. შეირჩევა გამოყენების ის ვარიანტები, რომლებიც კანონით ნებადართული და ფიზიკურად შესაძლებელია და ხდება ამ გამოყენებების მიხედვით ჩასატარებელი სამუშაოებისათვის აუცილებელი დანახარჯების გაანგარიშება
დ. შეირჩევა გამოყენების ის ვარიანტები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხვონებს, და ხდება ამ გამოყენებების მიხედვით ჩასატარებელი სამუშაოებისათვის აუცილებელი დანახარჯების გაანგარიშება
6. აღდგენას დაქვემდებარებული ფუნქციონალური ცვეთა ფასდება:
ა. ცვეთის აღმოფხვრის ღირებულების მიხედვით
ბ. ცვალებადი ხარჯების მიხედვით
გ. კაპიტალის დაბრუნების ნორმის მიხედვით
დ. ეფექტური ასაკის მიხედვით
7. საბაზრო მიდგომის გამოყენებისას შედარების პროცესში რომელი შემთხვევა შეიძლება განიხილოს როგორც ”გაყიდვის პირობების” შედარების ელემენტის შემადგენელი ნაწილი და აუცილებელი გახდეს კორექტირებების შეტანა?
ა. შესადარის ტრანსაქციაში მონაწილე მხარეები /მყიდველი და გამყიდველი/ წარმოადგენენ პირველი რიგის მემკვიდრეებს.
ბ. შესადარის ქონებას გააჩნია ახალი ”ევრორემონტი”, შესაფასებელი ქონება კი სარემოტოა
გ. შესადარის ქონების ტრანსაქციის ფასში შესულია ავეჯის ღირებულება
დ. შესადარისი ქონების ტრანსაქცია შემდგარია ნახევარი წლით ადრე
8. დამოუკიდებელ ქონებას, მის როგორც ცალკე ერთეულის ღირებულების ზევით შეიძლება გააჩნდეს:
ა. დამატებითი ღირებულება
ბ. ზედმეტი ღირებულება
გ. სპეციფიკური ღირებულება
დ. მხოლოდ დამატებითი ღირებულება და სპეციფიკური ღირებულება
9. წმინდა საოპერაციო ხარჯები უნდა შეიცავდეს?
ა. იპოთეკური სესხის დაფარვას
ბ. მენეჯმენტის ხარჯებს
გ. კაპიტალზე დანამატს
დ. საშემოსავლო გადასახადის (საგადასახადო ვალდებულება)
10. შემფასებელი აფასებს ქონებას; იპოთეკური სესხის ინტერესი 10% და ღირებულების 70%-ს შეადგენს. ინვესტორი რომელიც დააფინანსებს დანარჩენ 30% მოითხოვს 15% დივიდენდს. თუ მოცემულ ქონების წმინდა საოპერაციო შემოსავალი 75 000, მაშინ რა ფასად შეფასდება კაპიტალიზაციის მიდგომით (დამრგვალებით)
ა. 600 000
ბ. 652 000
გ. 750 000
დ. 567 000