შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანო
საწყისი
სერტიფიკაციის ორგანო
კითხვა-პასუხი
სიახლეები
კონტაქტი
ბიზნესის შეფასების პროგრამა

საგამოცდო ტესტის ნიმუში

1. გამოთვალეთ საქართველოს ურისკო რეალური განაკვეთი თუ აშშ გრძელვადიანი სამთავრობო ობლიგაციების განაკვეთი არის 3%, აშშ-ს ინფლაციის მაჩვენებელი არის 2.5% საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელი არის 7%, ბაზრის რისკის პრემია არის 5%

ა. 0.50%

ბ. 2.50%

გ. 7.50%

დ. 0%

2. რომელი დებულებაა მართებული

ა. დებიტორული დავალიანების დიდი ბრუნვის პერიოდი ამცირებს გაყინული კაპიტალის მოცულობას და უიმედო ვალების შესაძლებლობას

ბ. დებიტორული დავალიანების დიდი ბრუნვის პერიოდი ზრდის კომპანიის რენტაბელობას

გ. დებიტორული დავალიანების პატარა ბრუნვის პერიოდი ზრდის კომპანიის რენტაბელობას

დ. დებიტორული დავალიანების პატარა ბრუნვის პერიოდი მიუთითებს კონკურენტებთან შედარებით მკაცრ პირობებზე რაც უარყოფითად მოქმედებს გაყიდვებზე

3. წმინდა აქტივების შეფასების მეთოდის გამოყენებისას საკუთარი კაპიტალის ღირებულება წარმოადგენს

ა. საწარმოს ღირებულებას დამატებული მისი ვალები ან ვალებთან დაკავშირებული ვალდებულებები და გამოკლებული ფულადი სახსრები და მათი ექვივალენტები, რომელიც ხელმისაწვდომია ამ ვალდებულებების დასაფარავად

ბ. ყველა აქტივების შეფასებული ღირებულება

გ. ყველა აქტივების შეფასებული ღირებულებების ჯამს გამოკლებული ყველა ვალდებულება

დ. არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი

4. რომელი მეთოდი გამოიყენება უიმედო ვალების შეფასების დროს

ა. კორექტირებული წმინდა აქტივების მეთოდი

ბ. სალიკვიდავიო ღირებულების მეთოდი

გ. არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი

დ. შემოსავლების მეთოდი

5. რომელი მეთოდის გამოყენება არ არის მართებული არაკონტროლირებადი წილის შეფასებისას?

ა. დისკონტირების მეთოდი

ბ. შემოსავლების მეთოდი

გ. მულტიპლიკატორების მეთოდი

დ. პირდაპირი შედარების მეთოდი

6. რომელი ცნება ითხოვს დამატებით განმარტებას შეფასების კონტექსტიდან გამომდინარე?

ა. აქციები

ბ. ინვესტირებული კაპიტალი

გ. წილობრივი ფლობის უფლება

 დ. კომპანიის ღირებულება

7. ჩამოთვლილთაგან რომელი არ წარმოადგენს მულტიპლიკატორს, რომელიც გამოიყენება საბაზრო მეთოდის დროს?

ა. ფასი/შემოსავალი

ბ. ფასი / EBITDA

გ. ფასი / EBIT

დ. ინვესტირებული კაპიტალი/სესხისგან თავისუფალი ფულადი ნაკადები

8. დავუშვათ, რომ საწარმოს აქტივების საბაზრო ღირებულება შეადგენს 200 000 ლარს, ნორმალიზებული წმინდა მოგება შეადგენს 15000 ლარს, აქტივებზე საშაულო შემოსავლიანობა შეადგენს 10%, კაპიტალიაზაციის განაკვეთი 20%. განსაზღვრეთ გუდვილის ღირებულება

ა. 75000 ლარი

ბ. 150000 ლარი

გ. 25 000 ლარი

დ. 250 000 ლარი

9. რომელ ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს შეუძლია შეამციროს არალიკვიდურობის ფასდაკლება?

ა. არსებობს შეზღუდვები ტრანზაქციებზე

ბ. არ გაიცემა დივიდენდები ან დივიდენდები ძალიან მცირეა

გ. თუ არსებობს შეზღუდული ბაზარი რომელსაც სურს კომპანიის აქციების შესყიდვა

დ. ახლო მომავალში არ ჩანს შესაძლებლობა რომ კოპანია გაიყიდება ან მისი აქციები გავა ბირჟაზე

10. შემდეგი დამოკიდებულებებიდან რომელია არასწორი:

ა. (მოგება - ზრდის ტემპი g) / კაპიტალიზაციის განაკვეთი = ღირებულება

ბ. მულტიპლიკატორი = 1/ კაპიტალიზაციის განაკვეთი

გ. მოგება x მულტიპლიკატორი = ღირებულება

დ. მოგება / კაპიტალიზაციის განაკვეთი = ღირებულება

შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი
2017 © საავტორო უფლებები დაცულია