საგამოცდო ტესტის ნიმუში
1. რომელი ქონება შეიძლება დაიტვირთოს გირავნობით
ა. მხოლოდ არამატერიალური ქონება
ბ. მოძრავი ქონება
გ. უძრავი ქონებია
დ. უძრავ-მოძრავი ქონება
2. რომელი მეთოდური პრინციპია დაკავშირებული საბაზრო გარემოსთან
ა. პროპორციულობის პრინციპი
ბ. ჩანაცვლების პრინციპი
გ. მოლოდინის პრინციპი
დ. ობიექტის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის პრინციპი
3. რა მეთოდური პრინციპი იძლება საშუალებას გამოვთვალოთ ობიექტის მიმდინარე ღირებულება ობიექტის სიცოცხლის ხანგრძლივობის პერიოდში მისი ექსპლუატაციიდან მიღებული მომავალი შემოსავლების პროგნოზიდან?
ა. მოლოდინის პრინციპი
გ. კონკურენციის ხასათის გათვალისწინების პრინციპი
დ. საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გამოყენების პრინციპი
4. ცვეთა, რომლის აღმოფხვრისათვის აუცილებელი თანხა აჭარბებს იმ ღირებულებას რომელი სიდიდითაც იზრდება მანქანა დანადგარების ფასი, წარმოადგენს
ა. აღდგენას დაქვემდებარებული ცვეთა
ბ. გარე ცვეთა
გ. შიგა ცვეთა
დ. აღუდგენელი ცვეთა
5. განსაზღვრეთ აქტივის ფიზიკური ცვეთის კოეფიციენტი, რომლის ასაკია 8 წელი, მუშაობის დარჩენილი ვადა 10 წელი, მაგრამ შემფასებელი მიდის იმ მოსაზრებამდე, რომ აქტივი რამოდენიმე კვანძის გამოცვლის (კაპიტალური შეკეთების) შემდეგ იმუშავებს 4 წლით მეტს, ვიდრე მუშაობის დარჩენილი ვადა. ფიზიკური ცვეთის კოეფიციენტი ჩატარებული შეკეთების შემდეგ უდრის
ა. 36%
ბ. 29%
გ. 22%
დ. 32%
6. შემოსავლების მეთოდის მიმდინარეობა
ა. მთლიანი პოტენციური შემოსავლების ანგარიში, საწარმოო და რეალიზაციის ხარჯების ანგარიში, წმინდა შემოსავლების დადგენა, დისკონტირება, წმინდა შემოსავლების შეჯამება საანგარიშო პერიოდისათვის
ბ. წმინდა შემოსავლების შეჯამება საანგარიშო პერიოდისათვის,მთლიანი პოტენციური შემოსავლების ანგარიში, საწარმოო და რეალიზაციის ხარჯების ანგარიში, წმინდა შემოსავლების დადგენა, დისკონტირება
გ. პერიოდისათვის,მთლიანი პოტენციური შემოსავლების ანგარიში, საწარმოო და რეალიზაციის ხარჯების ანგარიში, წმინდა შემოსავლების დადგენა, დისკონტირება, წმინდა შემოსავლების შეჯამება საანგარიშო პერიოდისათვის
დ. მთლიანი პოტენციური შემოსავლების ანგარიში, საწარმოო და რეალიზაციის ხარჯების ანგარიში, წმინდა შემოსავლების დადგენა, წმინდ აშემოსავლების შეჯამება საანგარიშო პერიოდისათვის, დისკონტირება
7. შემოსავლების მეთოდში წმინდა საოპერაციო შემოსავლების ანგარიშში არ შედის
ა. საწარმოო ხარჯები
ბ. ამორტიზაცია
გ. ხელფასი
დ. ამონაგები რეალიზაციიდან
8. დანახარჯების მეთოდი დაფუძნებულია ეკონომიკურ პრინციპზე;
ა. ცვლილების
ბ. შედარების
გ. ჩანაცვლების
დ. დალოდების
9. დანახარჯების მეთოდით გაცვლაში ღირებულების გამოთვლისას არ უნდა გავითვალისწინოთ:
ა. სატრანსპორტო ხარჯები
ბ. მონტაჟის ხარჯები
გ. ექსპლოატაციაში შეყვანის პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები
დ. შემადგენელი დანადგარების ღირებულება
10. როგორია კორექტირებების შეტანის თანმიმდევრობა:
ა. “კომერციული კორექტირება”; ანალოგის დამატებით მოწყობილობაზე კორექტირება; პარამეტრული კორექტირებები; შესაფასებელი ობიექტის დამატებით მოწყობილობაზ ეკორექტირება (თუ გააჩნია ასეთი)
ბ. ანალოგის დამატებით მოწყობილობაზე კორექტირება; “კომერციული კორექტირება”; პარამეტრული კორექტირებები; შესაფასებელი ობიექტის დამატებით მოწყობილობაზე კორექტირება (თუ გააჩნია ასეთი)
გ. პარამეტრული კორექტირებები; “კომერციული კორექტირება”; ანალოგის დამატებით მოწყობილობაზე კორექტირება; პარამეტრული კორექტირებები
დ. შესაფასებელი ობიექტის დამატებით მოწყობილობაზ ეკორექტირება (თუ გააჩნია ასეთი) “კომერციული კორექტირება”; ანალოგის დამატებით მოწყობილობაზე კორექტირება; პარამეტრული კორექტირებები